09:47 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-22 16:45:11, 1275 ნახვა

პოლიტიკა
ე.წ. სამხედრო კომისრის განცხადებით, მობილიზაცია, შესაძლოა, ოკუპირებულ აფხაზეთსაც შეეხოს

თუ საჭიროა ნაწილობრივი მობილიზაციის ჩატარება, ბუნებრივია, ამას მაშინ გავაკეთებთ, როცა ოფიციალურ ცალკე მითითებას მივიღებთ, - ასე გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სამხედრო კომისარი, ბესლან ტარბა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებას Sputnik.Abkhazia-სთან ინტერვიუში.

როგორც ტარბამ გამოცემასთან საუბრისას აღნიშნა, მობილიზაცია ნაწილობრივ ეხება აფხაზეთის მცხოვრებლებს, რადგან აფხაზეთის მოქალაქეების 90%-ზე მეტი რუსეთის მოქალაქეა.

„ჩვენ სწორად მივიღეთ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გამოსვლა. ნაწილობრივ ეს ეხება ჩვენი რესპუბლიკის მცხოვრებლებს. თუ საჭიროა ნაწილობრივი მობილიზაციის ჩატარება, ბუნებრივია, ამას მაშინ გავაკეთებთ, როცა ოფიციალური ცალკე მითითება მივიღებთ“, - განაცხადა ე.წ. სამხედრო კომისარმა.

სოციალურ ქსელებში ასევე გავრცელდა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ნიკოლაი პანკოვის სავარაუდო განცხადება, რომლის მიხედვითაც, „მობილიზაცია აისახება აფხაზეთზე, რადგან აფხაზეთის მოსახლეობა თითქმის 100% რუსეთის მოქალაქეა“.

მოგვიანებით, აფხაზეთის თავდაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ პანკოვს მსგავსი ტიპის განცხადება არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, ოთხშაბათს, 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. შესაბამის განკარგულებას პუტინმა ხელი უკვე მოაწერა.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics