09:47 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-22 12:16:53, 1239 ნახვა

პოლიტიკა
ზარქუა - ჩვენი ქვეყანა ისეთი ლამაზი და მაგარია, რომ დიდი ხანია ჩრდილოელი მეზობლიდან რიგები დგას

ჩვენი ქვეყანა ისეთი ლამაზია, ისეთი მაგარია, რომ დიდი ხანია ჩვენი ჩრდილოელი მეზობლიდან რიგები დგას, - ასე აფასებს "ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ლარსის გამშვებ პუნქტზე შექმნილ ვითარებას, სადაც რუსი მოქალაქეების კილომეტრიანი რიგები დგას. 

მისი თქმით, ხელისუფლება მიიღებს ყველა იმ ტურისტებს, რომლებსაც "უნდათ ჩვენ ქვეყანაში ფული დახარჯონ". 

"ჩვენი ქვეყანა ისეთი ლამაზია, ისეთი მაგარია, რომ დიდი ხანია ჩვენი ჩრდილოეთ მეზობლიდან რიგები დგას და ჩვენ, კანონის შესაბამისად, ძალოვანი სამსახურები ფილტრავენ მათ, ვინც მიუღებელია ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის და მიაბრუნებენ უკან. 

რაც შეეხება მცდელობას, რომ თითქოს მობილიზაცია გამოცხადდა, იმიტომ რომ, თითქოს ბოლო დღეებს ითვლის პუტინის რეჟიმი, არ არის ასე - თვითონ აქვთ ჩაკეტილი და ჩვენ იმ ტურისტებს, რომლებსაც უნდათ ჩვენ ქვეყანაში ფული დახარჯონ, მივიღებთ",- ამბობს ზარქუა. 

კურსკის ოლქის მცხოვრებლებს, რომლებიც რეზერვში არიან, რეგიონის დატოვება აეკრძალათ. ამასთან ყველა მხრიდან რუსეთის მოქალაქეები ქვეყანას ტოვებენ.  რუსეთსა და საქართველოს შორის, ლარსის გამშვებ პუნქტზე ათეულობით კილომეტრიანი რიგებია. 

ამასთან, 21 სექტემბერს 9:00 საათიდან რეგიონიდან გასვლა აკრძალულია. რეზერვში სამხედრო სამსახურზე პასუხისმგებელებმა რეგიონის დატოვების ნებართვა უნდა მიიღონ სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისში.
ასევე, რეგიონის სამხედრო კომისარმა ვლადიმერ როდიონოვმა მოითხოვა, რომ ისინი, ვინც მის ფარგლებს გარეთ არიან, კურსკის რეგიონში სამი დღის განმავლობაში დაბრუნდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics