10:35 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-19 21:09:48, 990 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ომბუდსმენის არჩევის კენჭისყრის ღიაობას მხარს დავუჭერთ

ჩვენ მხარს დავუჭერთ საპარლამენტო ოპოზიციიდან ლევან იოსელიანის წინადადებას, რომლის მიხედვითაც ომბუდსმენის არჩევის დროს კენჭისყრა უნდა იყოს ღია. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კენჭისყრის ღიაობას მხარს დაუჭერენ.

""ჩვენ მხარს დავუჭერთ საპარლამენტო ოპოზიციიდან ლევან იოსელიანის წინადადებას, რომლის მიხედვითაც ომბუდსმენის არჩევის დროს კენჭისყრა უნდა იყოს ღია. ამასთან დაკავშირებით პირადად ჩემი ინიციატივა იყო, რომ სხვა თანამდებობის პირების მიმართ არჩევის დროსაც იყოს ღია კენჭისყრა, მე ამ საკითხს ხვალ დავაყენებ, თუმცა იმ თემასთან დაკავშირებით, რაც უკვე წარმოდგენილი აქვს ლევან იოსელიანს ინიციატივის სახით, ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ საკითხს, კენჭისყრის ღიაობას მხარს დავუჭერთ". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარებთან და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან მიმართებაში, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics