|
2022-09-19 19:23:21, 893 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - ეს პოლიტიკური თამაშებია და არც ერთ მოსამართლეს არ ვურჩევ პოლიტიკურ თამაშებში ჩაებას
ეს პოლიტიკური თამაშებია და არც ერთ მოსამართლეს არ ვურჩევ პოლიტიკურ თამაშებში ჩაებას. - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" დეპუტატმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანა დაიღალა ამ პოლიტიკური სცენის მიღმა თამაშებით და ინსინუაციებით, მოსამართლეს განსაკუთრებით არ ეკადრება. "მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკური თამაშებია და არც ერთ მოსამართლეს არ ვურჩევ პოლიტიკურ თამაშებში ჩაებას, ვინაიდან ეს ქვეყანა დაიღალა ამ პოლიტიკური სცენის მიღმა თამაშებით და ინსინუაციებით, მოსამართლეს განსაკუთრებით არ ეკადრება. საქმეც უნდა აიღოს და თუკი მასზე ზეწოლა ხორციელდება, ფაქტები გამოაქვეყნოს და არა ჰაერში ნასროლი ლიტონი სიტყვები. ეს არ გამოხატავს იმ რეალობას, რაზეც რეიტინგები მიუთითებს. საკმარისი დონის თავისუფლება აქვს სასამართლოს, მართლმსაჯულების სისტემას იმისთვის, რომ მოწინავე ადგილი დაიკავოს მსოფლიოს სარეიტინგო მაჩვენებლებში. ასე რომ, კეთილი ინებოს და ყველამ დაასაბუთოს თავის განცხადება". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წევრობის სტატუსის მისაღებად შესასრულებელ 12 პუნქტიან გეგმაში, ერთ-ერთი პუნქტი სასამართლო სისტემის „კლანისგან“ განთავისუფლებაა, გუშინ, 16 სექტემბერს, „მთავარ არხთან," უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ბესარიონ ალავიძემ ისაუბრა იმ გამოწვევებზე და „კლანურ" სისტემაზე, რაც სასამართლოშია.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)