10:36 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-19 16:29:41, 877 ნახვა

პოლიტიკა
ჯუანშერ ბურჭულაძე ჟურნალისტს - თქვენი მისია არის ქართული ჯარის და სახელმწიფოს დისკრედიტაცია

„ქობულეთში 1955 წელს ჩემი ბაბუის მამამ ააშენა სახლი და იყო ერთ-ერთი საუკეთესო სახლი საქართველოში. თქვენ გერევით თქვენს მინისტრებში, რომლებიც თქვენი ხელისუფლების დროს მოვიდნენ ღატაკები და გახდნენ მილიარდერები“, - ასე უპასუხა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ალექსეევკას  სამხედრო აეროდრომზე ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რა სახსრებით შეიძინა  რეზიდენცია ქობულეთში.   

ჯუანშერ ბურჭულაძემ  ჟურნალისტებთან წყნეთში  მის საკუთრებაში არსებულ ქონებასთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ   წყნეთში  სახლი 2010 წელს შეიძინა,  მისი ქონება კი, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში არ გაზრდილა: 

„საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან ვარ.  ქონების დამალვის სურვილი რომ მქონოდა,  ქონებას არა დედაჩემზე, არამედ, სხვაზე გავაფორმებდი.  კიდევ გეუბნებით,  თქვენს მინისტრებში გერევით, რომლებიც ხელისუფლებაში მოვიდნენ ღატაკები და წავიდნენ მილიარდერები. მე ვიკავებდი საკმაოდ მაღალ პოზიციებს ბანკებში, სადაც 11 წელი ვიმუშავე“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა  და მის წინააღმდეგ გავრცელებული მსგავსი არასწორი ინფორმაციები ქართული ჯარის რეპუტაციის შელახვად და შუღლის გაღვივებად შეაფასა. 

მან სამხედრო ავიაციის დღესთან დაკავშირებით ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე მყოფ ჟურნალისტებთან საუბარში დააკონკრეტა, რომ  მას შემდეგ რაც თავდაცვის მინისტრად დაინიშნა,  ართანაში  მიწის ნაკვეთი შეიძინა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics