|
2022-09-19 16:24:00, 934 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინის გენპროკურორი - ოკუპანტების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 5 ბავშვი გამოვავლინეთ
დადგენილია სისხლის სამართლის პროცესში ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევები. - ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა, ანდრეი კოსტინმა განაცხადა. მისივე თქმით, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 5 ბავშვი გამოავლინეს 4-დან 16 წლამდე ასაკის კატეგორიაში. "დადგენილია სისხლის სამართლის პროცესში ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევები. 4-დან 16 წლამდე ასაკის ხუთი ბავშვი გამოვლინდა ამ კატეგორიის ომის დანაშაულის მსხვერპლად. მაგრამ ჩვენ ყველას გვესმის, რომ ასეთი დანაშაული გაცილებით მეტია". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)