09:33 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-18 17:57:07, 1166 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი უესტმინსტერის სასახლეში ელისაბედ II-ის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლონდონში, უესტმინსტერის სასახლეში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფლის ელისაბედ II-ის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, ხვალ საქართველოს პრეზიდენტი დაკრძალვის სახელმწიფო ცერემონიასა და მიღებას დაესწრება, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივნის სახელით გაიმართება.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აგრეთვე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის სპიკერთან.

შეგახსენებთ, რომ მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა ლონდონში, ლანკასტერის სასახლეში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და ქართველი ხალხის სახელით, თანაგრძნობა გამოუცხადა სამეფო ოჯახსა და გაერთიანებული სამეფოს ხალხს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთის შს მინისტრმა განაცხადა, რომ კრაკოვში მასობრივი სროლაში ეჭვმიტანილს რადიკალური მემერჯვენე შეხედულებები აქვს
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics