|
2022-07-06 14:53:35, 1186 ნახვა
სამართალი
საბერძნეთში კანონიერი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით საქართველოს 13 მოქალაქე დააკავეს - ვიდეო
საბერძნეთში კანონიერი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით საქართველოს 13 მოქალაქე დააკავეს. მედიის ინფორმაციით, სტრუქტურულ ორგანიზაციაში გაერთიანებულები იყვნენ ტრანსნაციონალური კრიმინალური ჯგუფებისა და ევრაზიის ორგანიზებული დანაშაულის წევრები. დაკავებულებს შორის არის ე.წ. კანონიერი ქურდი 72 წლის კაკო ბილანაშვილი.13 ქართველს ბრალად ედება 47 სახლის გაძარცვა, ნაძარცვი 434.00 ევროს აჭარბებს. "ბილანიშვილის გარდა, დაკავებულები არიან: 33 წლის ბექა ბალახაძე, 31 წლის ლიკა ჟვანია, 26 წლის ზაზა თევზაძე, 38 წლის დავით რუბაშვილი , 30 წლის მიხეილ შანყულაშვილი, 27 წლის ჯემალ ლეჟავა, 32 წლის ლაშა ჯიმშიტაშვილი, 31 წლის ოთარ თხელიძე, 41 წლის რაშიდ მაჰმუდი, 31 წლის გიორგი ჯვარშეიშვილი, 38 წლის შალვა კუხიანიძე, 41 წლის დავით ბარძიმაძე,"- ვკითხულობთ მედიის მირ გავრცელებულ ინფორმაციაში. რაც შეეხება მოქმედების მეთოდს, ბრალდებულები მანქანებით მიემგზავრებოდნენ, თავდაპირველად მათ მიერ არჩეულ ტერიტორიაზე, სადაც არჩევდნენ გასაძარცვ სახლებს და აკონტროლებდნენ მაცხოვრებლებისა და მოიჯარეების მოძრაობას. შემდეგ მანქანებს ახლომდებარე ადგილებში აჩერებდნენ და იმის შემოწმების შემდეგ, იყო თუ არა ბინაში ვინმე, ქურდობდნენ. ისინი მუდმივ სატელეფონო კავშირში იყვნენ და კოდირებულად საუბრობდნენ, ერთი წევრი მაინც აკვირდებოდა სახლს გარედან.აღნიშნულია, რომ ორგანიზაციის წევრებს გააჩნდათ სპეციალური ცოდნა და გამოცდილება სხვადასხვა ტიპის საკეტებთან დაკავშირებით და არ დაუტოვებიათ ქურდობის კვალი., მათ გამოიყენეს 8 მანქანა, რომელიც უკანონო საქმიანობით არის შეძენილი და სხვა პირებზე დარეგისტრირებული. 10 სახლში და 2 მაღაზიაში ჩატარებული ჩხრეკისას, მათ შორის, იპოვეს და ამოიღეს: 4 პისტოლეტი, 2 რევოლვერი, 259 ვაზნა, ტაზერი, 2 დანა, ხმალი, რკინის მუშტი, უამრავი ძვირფასეულობა, სამკაულები და საათები. , უამრავი ელექტრონული მოწყობილობა, ბევრი მობილური ტელეფონი და სიმ ბარათი, არაერთი სათვალე და სუნამო, ქურდობის არაერთი ხელსაწყო, სხვადასხვა ტიპის გასაღები, პლასტმასის შეფუთვა ნივთიერებებით, თანხა 8347 ევრო და 11 მანქანა.
CNN: აშშ-მ ირანთან ომისთვის „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო კომპლექსების მარაგის 50% გამოიყენა
უკრაინის მიერ ნავთობის წარმოების დაზიანების ან განადგურების შემდგომ, რუსეთი ბენზინის წარმოების სახელმწიფო დაგეგმვის სისტემას აღადგენს
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)