2022-04-20 12:47:15, 1299 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა და დარბაზიდან გაიყვანეს - ვიდეო
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ცუდად გახდა,.
ექსპრეზიდენტმა სიტყვის წარმოთქმისას ექიმის დახმარება ითხოვა, რის შემდეგაც დარბაზიდან გაიყვანეს.
„მინდა მივესალმო სასამართლოსთან შეკრებილ ხალხს. თუ შეიძლება ექიმის დახმარება მჭირდება, ხელი მომკიდეთ“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,