05:25 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-20 10:44:10, 974 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს არტურ დავთიანს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს არტურ დავთიანს შეხვდა. შეხვედრას ასევე, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი და საქართველოსა და სომხეთის პროკურატურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ არტურ დავთიანს მადლობა გადაუხადა გულთბილი დახვედრისთვის და აღნიშნა, რომ სამართლებრივ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებით, ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიმართულებით. ამასთან, ირაკლი შოთაძემ არტურ დავთიანი თბილისში, სექტემბერში დაგეგმილ პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციაზე მოიწვია.

როგორც სომხეთის გენერალურმა პროკურორმა შეხვედრაზე აღნიშნა, ორი ქვეყნის უწყებებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა საშუალებას იძლევა დროულად მოგვარდეს სამართლებრივი ურთიერთდახმარებისა და ექსტრადირებასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსა და სომხეთის პროკურატურების საერთო ხედვა დანაშაულთან ბრძოლაში გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.

„არტურ დავთიანმა ირაკლი შოთაძეს და საქართველოს პროკურატურის დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა მოწვევის მიღებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობიდან გამომდინარე, გენერალური პროკურორების შეხვედრები განგრძობად და მუდმივ ხასიათს მიიღებს,“- ვკითხულობთ განცხადებაში.  

შეხვედრაზე მხარეებმა სომხეთსა და საქართველოში სისხლის სამართლის სფეროში ბოლო წლებში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე, მათ შორის მოქალაქეთა უფლებების დაცვის საკითხებზე და საზღვრის უკანონო გადაკვეთის წინააღმდეგ ერთობლივი ეფექტიანი ბრძოლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

შეხვედრის ფარგლებში, არტურ დავთიანმა და ირაკლი შოთაძემ სომხეთსა და საქართველოს პროკურატურას შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც სისხლის სამართლის სფეროში კონკრეტული ღონისძიებების პროგრამის შემუშავებას, გამოცდილების გაზიარებას და პროკურორთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას ითვალისწინებს.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics