05:39 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-17 18:08:45, 1607 ნახვა

პოლიტიკა
ზელენსკი მაკრონს უკრაინაში იწვევს - „მინდა პირადად ნახოს რუსი სამხედროების სისასტიკე“

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ თავისი კოლეგა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინაში სატელეფონო საუბრისას მიიწვია, რათა პირადად ნახოს რუსი სამხედროების სისასტიკე. მისი თქმით, ეს ვიზიტი შეცვლის საფრანგეთის ლიდერის პოზიციას უკრაინელი ერის გენოციდთან დაკავშირებით. ამის შესახებ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუზე განახცადა.

„მე დავპატიჟე ის და როცა შესაძლებლობა ექნება ჩამოვა, ნახავს და დარწმუნებული ვარ გაიგებს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის აზრით, მაკრონს სურს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რათა რუსეთმა დიალოგი აწარმოოს. გარდა ამის მაკრონთან საუბრისას ზელენსკიმ ასევე ისიც აღნიშნა, რომ უკრაინაში არა მხოლოდ ომი მიმდინარეობს, არამედ უკრაინელი ხალხის ნამდვილი გენოციდი.

შეგახსენებთ, რომ მაკრონმა უარი თქვა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისვის გენოციდი ეწოდებინა. მოგვიანებით კი უარი იმით ახსნა, რომ ეს „სიტყვიერი ესკალაცია“ უკრაინელებს მაინც არ დაეხმარებოდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics