05:38 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-16 21:19:04, 1020 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, უკრაინის რადას თავმჯდომარესთან ერთად ბუჩასა და ირპენში იმყოფებოდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, უკრაინის რადას თავმჯდომარესთან ერთად ბუჩასა და ირპენში იმყოფებოდა.

რუსლან სტეფანჩუკმა ქართველ კოლეგებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ყოველთვის უკეთესია მტრის მიერ ჩადენილი სისასტიკის საკუთარი თვალით ნახვა

„ჩემს კოლეგასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად ვიმყოფებით ქალაქ ირპენში, ჩვენ უკან არის კულტურის სახლი და როგორც ხედავთ, ის იყო სამხედრო ობიექტი, სადაც რუსების სამხედრო ნაწილებს სურდათ შეღწევა. ჩვენ დღეს ასევე გვქონდა შესაძლებლობა, რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი დანაშაულების კიდევ არაერთი ლოკაციაზე მოგვენახულებინა, ეს არის ასევე ქალაქი ბუჩა, სადაც ვნახეთ სამარხები, სადაც ახლა უცხოელი კრიმინალისტები მუშაობენ. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს უკრაინაში ჩამოსვლისთვის, რადგან ყოველთვის უკეთესია მტრის მიერ ჩადენილი სისასტიკის საკუთარი თვალით ნახვა. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა ქართველს, რომელიც არა მხოლოდ მხარს უჭერს უკრაინას, არა მხოლოდ ეხმარება უკრაინის მოსახლეობას, არამედ უკრაინელ მოხალისეებს, რომლებიც უკრაინელი ჯარისკაცების გვერდით დგანან ჩვენი ტერიტორიის დაცვისას“, – განაცხადა სტეფანჩუკმა.

ამასთან, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ქართული დელეგაცია უკრაინაში იმყოფება, რათა გამოხატოს ქართველი ხალხის სოლიდარობა უკრაინის მიმართ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics