06:14 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-06 14:23:59, 1712 ნახვა

ომი უკრაინაში
უნგრეთის საგარეო უწყებამ უკრაინის ელჩი შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო გამოიძახა

უკრაინის მხრიდან შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო, უნგრეთის საგარეო უწყებამ უკრაინის ელჩი გამოიძახა. - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტო "ფეისბუკ" გვერდზე წერს. 

პიტერ სიიარტოს თქმით, ორბანის მთავრობა არ აპირებს მოქალაქეთა მშვიდობასა და უსაფრთხოების გარისკვას.

„ჩვენ ვგმობთ სამხედრო აგრესიას, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს, ვიღებთ ლტოლვილებს. ეს არის უდიდესი ჰუმანიტარული აქტი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ამავდროულად, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია უნგრეთის და უნგრელი ხალხის უსაფრთხოება. ეს ჩვენი ომი არ არის. ჩვენ არ ვართ მზად, უნგრელი ხალხის მშვიდობა და უსაფრთხოება რისკის ქვეშ დავაყენოთ. ამიტომ ჩვენ არ ვაგზავნით იარაღს და არ ვუჭერთ მხარს ენერგეტიკულ სანქციებს“, - წერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

პიტერ სიიარტოს თქმით, უნგრეთში ჩატარებულმა არჩევნებმა აჩვენა, რომ მოქალაქეები მხარს უჭერენ ხელისუფლების პოზიციას.

„ჩვენთვის კი უნგრელი ხალხის ინტერესებია უმთავრესი. არავის აქვს უფლება, უნგრელი ხალხის დემოკრატიული გადაწყვეტილება შეაფასოს. დროა უკრაინის ლიდერებმა შეწყვიტონ უნგრეთის შეურაცხყოფა და გაითვალისწინონ უნგრელი ხალხის ნება. იმისათვის, რომ ეს ყველაფერი ნათელი და გასაგები იყოს, დღეს დილით საგარეო საქმეთა სამინისტროში მოვიწვიეთ უკრაინის ელჩი“, - განაცხადა სიიარტომ.

ცნობისთვის, უნგრეთში გამართულ არჩევნებში პუტინის მეგობარმა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მეოთხედ გაიმარჯვა. ამომრჩევლებთან გამოსვლისას ორბანმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლიტიკურ ოპონენტად დაასახელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics