11:59 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-06 11:25:40, 1636 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის პროკურატურა - რუსულ ომის დანაშაულებთან დაკავშირებით 4 468 საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ქვეყანაში ომის დაწყებიდან რუსეთის ჩადენილ 4 684 დანაშაულზე გამოძიება მიმდინარეობს. მათი უმეტესი ნაწილი - 4 533 ომის კანონების დარღვევას ეხება. 

როგორ პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ დროისთვის 353 ეჭვმიტანილია, მათ შორის რუსი მინისტრები, დეპუტატები და ოფიციალური პირები და კრემლის პროპაგანდისტები. 

​ამ დროისთვის პროკურატურას უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული 2 400-მდე რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაული აქვს დაფიქსირებული. მათი უდიდესი ნაწილი 1 608 უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას უკავშირდება.

უკრაინის პროკურატურამ განაცხადა, რომ წინასწარი გამოძიება დაიწყო მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის კიევის, ხარკოვის, სუმის, მიკოლაივის, დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებში.

„ჩვენ ვაგროვებთ მტკიცებულებებს ეროვნული სასამართლოებისთვის და ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთვის. მტკიცებულება აღარ არის მხოლოდ ომის დანაშაულები, არამედ დანაშაულებიც კაცობრიობის წინააღმდეგ. ჩვენ დავამტკიცებთ ყველა ფაქტს, რათა დავსაჯოთ ისინი, ვინც აწამებდნენ, დასცინოდნენ და ანადგურებდნენ უკრაინელებს“, - განაცხადა ვენედიქტოვამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო ვენესუელაში დაბრუნდა
ვორონეჟში, დრონების თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 17 დაშავდა
ქართველი ებრაელი ქალი 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე ტერორისტების ისტორიულ სასამართლო პროცესებს უხელმძღვანელებს
ნობელის პრემიის მიღების გადაწყვეტილების გამო, ტრამპმა ნორვეგიას „ტუალეტის ქვეყანა“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics