13:53 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-03 12:41:12, 1107 ნახვა

ეკონომიკა
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, აუქციონის გზით იჯარით გასაცემი საძოვრების საკადასტრო კოდების სიის გამოქვეყნება დაიწყო

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის ფარგლებში, შეირჩა პირველ ეტაპზე აუქციონის გზით იჯარით გასაცემი საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

საძოვრების საკადასტრო კოდების ჩამონათვალი უკვე ხელმისაწვდომია პროგრამის განმახორციელებელი უწყების - სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.land.gov.ge  და ოფიციალურ fb-გვერდზე - https://www.facebook.com/land.gov.ge.; ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე www.mepa.gov.ge.

ზემოაღნიშნულ ვებგვერდებზე ასევე ხელმისაწვდომია საძოვრების შესახებ ინფორმაცია, რაც მოიცავს:  საკადასტრო კოდს, ფართობს, მდებარეობას, საკადასტრო გეგმას და ამონაწერს საჯარო რეესტრიდან; მითითებულია საკადასტრო კოდებზე პრეტენდენტთა რეგისტრაციის დაწყების და დასრულების თარიღი.

ფერმერებს, რომლებიც მეცხოველეობას მისდევენ, შესაძლებლობა ეძლევათ, ჩაერთონ პროგრამაში და, აუქციონის გზით, სამი წლის ვადით, იჯარით აიღონ სასურველი საძოვარი. პირველ ეტაპზე, შერჩეულია კახეთის, სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის საძოვრები.

პრეტენდენტის პროგრამაში ჩართვისთვის აუცილებელი მოთხოვნაა მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელობაში ყოლა. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სააგენტოს ოფიციალურ ვებ და fb გვერდებზე.  

კოდების გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის დასრულების შემდგომ, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო მსურველთა რეგისტრაციას დაიწყებს და განაცხადებს მიიღებს მატერიალური სახით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი 0160, ვაზისუბნის ქ. 25. პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობის მიხედვით, სააგენტო შეარჩევს აუქციონში მონაწილეების სიას და გადააგზავნის ქონების ეროვნულ სააგენტოში. აუქციონს ქონების ეროვნული სააგენტო გამართავს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics