|
2022-02-28 18:12:02, 963 ნახვა
ეკონომიკა
სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამაში ცვლილებებით, გაიზარდა ფართობის ზომის ოდენობა, სადაც მოსავლის დაზღვევა იქნება შესაძლებელი
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის პირობებით დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ოდენობა 5 ჰექტრიდან 10 ჰექტრამდე, ხოლო მარცვლეული კულტურების შემთხვევაში, 30 ჰექტრიდან 50 ჰექტრამდე იზრდება. აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ყველა კულტურაზე, გარდა ვაზისა, სახელმწიფოს მხრიდან თანამონაწილეობა არის კვლავ 70%, ხოლო ვაზზე 50%, სადაზღვევო პოლისი ფარავს შემდეგ სადაზღვევო რისკებს: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამა 2014 წლიდან ამოქმედდა. სოფლის მეურნეობის მდგრადი და გრძელვადიანი განვითარებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა დაზღვევის ხელმისაწვდომობაა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2014 წლიდან 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, გაცემულია 136 ათასზე მეტი პოლისი, დაზღვეულია 123 ათას ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, სულ სადაზღვევო პრემიამ შეადგინა 85.5 მლნ. ლარი, საიდანაც სახელმწიფოს თანადაფინანსება 57.7 მლნ. ლარია. აღსანიშნავია რომ სახელმწიფოს მიერ გადახდილ 100 ლარ სადაზღვევო პრემიის თანადაფინანსებაზე 113.8 ლარი სადაზღვევო ანაზღაურება მოდის.
საქსონია-ანჰალტი: AfD თანამშრომლობისთვის მზადყოფნას აცხადებს
არჩევნები საქსონია-ანჰალტში: ულტრამემარჯვენე AfD-ს ისტორიულ გამარჯვებას აღწევს
ზელენსკი: არსებობს შეთანხმება უკრაინა-აშშ-ევროპის ფორმატში ახალი შეხვედრის შესახებ
FT: ტრამპის წარმომადგენლებმა კიევში წინა საომარი მოლაპარაკების დოკუმენტების განახლებული ვერსიები ჩაიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: არსებობს შეთანხმება უკრაინა-აშშ-ევროპის ფორმატში ახალი შეხვედრის შესახებ
FT: ტრამპის წარმომადგენლებმა კიევში წინა საომარი მოლაპარაკების დოკუმენტების განახლებული ვერსიები ჩაიტანეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)