2022-02-28 14:07:57, 460 ნახვა
მსოფლიო
საბერძნეთმა ყველა რუსული თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცე დახურა
საბერძნეთმა საჰაერო სივრცე რუსული თვითმფრინავებისთვის, მათ შორის კერძო თვითმფრინავებისთვის ოთხშაბათს დახურა.
საბერძნეთის სამოქალაქო ავიაციის ორგანომ საჰაერო დირექტივა გამოსცა, რომელიც სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მოქმედებას იწყებს ორშაბათიდან, 2022 წლის 28 თებერვლიდან.
საავიაციო დირექტივა მას შემდეგ გამოიცა, რაც ევროკავშირმა საჰაერო სივრცე რუსეთის ფედერაციისთვის დახურა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,