2022-02-27 13:31:05, 873 ნახვა
მსოფლიო
ირლანდია საჰაერო სივრცეს ყველა რუსული თვითმფრინავისთვის გადაკეტავს
ირლანდიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრმა საიმონ კოვენის განცხადებით, ირლანდია ასევე გადაკეტავს თავის საჰაერო სივრცეს ყველა რუსული თვითმფრინავისთვის.
მან სხვა ევროპელ პარტნიორებსაც მოუწოდა იგივე გააკეთონ და დაგმო "რუსების შოკისმომგვრელი თავდასხმები უკრაინაზე".
ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,