2022-02-27 11:15:52, 626 ნახვა
მსოფლიო
უკრაინული მედია - რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქი ნოვაია-კახოვკა აიღეს
უკრაინული მედიის ცნობით, ხერსონის ოლქში, ქალაქი ნოვაია-კახოვკა რუსმა სამხედროებმა აიღეს.
ამის შესახებ ინფორმაცია ნოვაია-კახოვკას მერმა, ვოლოდიმირ კოვალენკომ გაავრცელა, რომლის განცხადებითაც, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქში მდებარე აღმასრულებელი კომიტეტი დაიკავეს და შენობებიდან ყველა დროშა ჩამოხსნეს.
„ხერსონის ოლქში, ნოვაია-კახოვკა რუსულმა ჯარმა დაიპყრო. ოკუპანტებმა აღმასრულებელი კომიტეტი დაიკავეს და შენობებიდან ყველა დროშა ჩამოხსნეს”, - აღნიშნა ვოლოდიმირ კოვალენკომ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,