2022-02-26 12:27:56, 638 ნახვა
მსოფლიო
რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად კეივში საცხოვრებელი კორპუსი დაიბომბა
რუსეთის სამხედრო ძალების მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად კიევში საცხოვრებელ კორპუსს რაკეტა დაეცა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ადასტურებს.
ოფიციალური ინფორმაციით, ჭურვი მე-17-18 სართულებს მოხვდა. მსხვერპლის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.
„ჩვენმა დიდებულმა მშვიდობიანმა ქალაქმა რუსეთის ქვეითი ჯარებისა და საჰაერო თავდასხმების კიდევ ერთ ღამეს გაუძლო. ერთ-ერთი რაკეტა კიევში საცხოვრებელ სახლს მოხვდა. მსოფლიოსგან მოვითხოვ რუსეთის სრულ იზოლაციას, ელჩების გაძევებას, ნავთობის ემბარგოს, მისი ეკონომიკის განადგურებას. შეაჩერეთ რუსეთის ომი“, - განაცხადა კულებამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,