08:47 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-17 13:01:46, 804 ნახვა

პოლიტიკა
დავით სერგეენკო – თუ აღმოჩნდება, რომ ციხის საავადმყოფოში არაა შესაბამისი პირობები, უნდა იზრუნონ სააკაშვილის გადაყვანაზე

თუკი აღმოჩნდება, რომ იქ არ არის შესაბამისი პირობები, რა თქმა უნდა, უნდა იზრუნონ გადაყვანაზე, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, რითიც ექს–პრეზიდენტ სააკაშვილის გლდანის მე–18 სამკურნალო დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნას გამოეხმაურა.

"მე ნამდვილად გულწრფელად მჯერა, რომ თუ ექიმებს მიეცემათ საშუალება ობიექტური, ყველასთვის აღქმადი სურათი დადონ, რომ იქ ადეკვატური პირობები არის, მაშინ კითხვები უნდა გაქრეს გადაყვანაზე, თუკი რეალურად აღმოჩნდება, რომ იქ არ არის შესაბამისი პირობები, რა თქმა უნდა, უნდა იზრუნონ გადაყვანაზე. ჩემი აზრით, პოლიტიკის ჩარევა ამ გადაწყვეტილების მიღებაში რევს სიტუაციას. მე არ მეშინია სიტყვა კრიზისის ხსენება, ვახსენებ კრიზისი კი ბატონო, შეგვიძლია სხვა ტერმინი დავარქვათ, არის დაძაბულობა, რომელმაც პოტენციურად შეიძლება საფრთხე შეუქმნას პაციენტის ჯანმრთელობას. აცალონ ექიმებს და ძალიან სწრაფად მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას", – განაცხადა სერგეენკომ. 

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე 48 დღეა შიმშილობს. ომბუდსმენის მიერ შექმნილმა მულტიფუნქციურ ექსპერტთა ჯგუფმა მესამე პრეზიდენტი ციხეში გუშინ მოინახულა, ისინი წერილობით დასკვნას დღეს გაასაჯაროებენ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics