08:45 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-17 10:51:54, 596 ნახვა

პოლიტიკა
DRI მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს, დარჩეს კონსტიტუციის ფარგლებში და უზრუნველყოს სააკაშვილის სასამართლოზე დასწრება

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) ეხმიანება მიხეილ სააკაშვილისთვის სასამართლო განხილვებში უშუალოდ მონაწილეობის უფლების შეზღუდვას და მიაჩნია, რომ იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი სპეციალური პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილება უკანონოა.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სასამართლო სხდომაზე დასწრება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლიდან გამომდინარე, საქმის სამართლიანი განხილვის უფლების განუყოფელ ნაწილს. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით, ყველას აქვს მისი საქმის საჯაროდ განხილვის უფლება. 

"მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი გამოთქვამს მზაობას, მიიღოს მონაწილეობა სასამართლო პროცესებში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ 10, 15 და 16 ნოემბერს, მოუწოდა სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებას, მიხეილ სააკაშვილს მიეცეს სასამართლო სხდომაში სრულფასოვნად მონაწილეობის უფლება. იმის გათვალისწინებით, რომ მიხეილ სააკაშვილის სხდომაზე დასწრებას ითხოვს სასამართლო, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი პენიტენციური სამსახურის უკანონო უარი მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გადმოყვანაზე, უწყების პოლიტიზებაზე მეტყველებს", – ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში. 

​DRI მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს, დარჩეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში და უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომებზე ფიზიკური დასწრება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics