09:29 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-15 15:09:56, 500 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია - დატყვევებულ სააკაშვილს არ ეძლევა უფლება, თუნდაც უსამართლო სასამართლოთი ისარგებლოს

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით,  გავრცელებული ინფორმაცია , რომ   საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშილი მხარდამჭერები აპირებენ 500-600 მანქანით სასამართლოსკენ მიმავალი  გზის ჩახერგვას, არის რუსული  პროპაგანდის ნაწილი.

როგორც მელია განმარტავს, ეს არის სარჩული, რომ ექსპრეზიდენტს არ მიეცეს საშუალება "თუნდაც უსამართლო სასამართლოთიც კი ისარგებლოს" და დაესწროს საკუთარი საქმის განხილვას.

"დატყვევებულ ადამიანს არ ეძლევა უფლება , თუნდაც უსამაართლო სასამართლოთიც კი ისარგებლოს , მიზეზად პროპაგანდისტულად სხვადასხვა მიზეზებს მოიფიქრებენ და დაუდებენ სარჩულად, რომ თითქოსდა, რაღაცა ეფემერული  , 500-600 ავტოსატრანსპორრტო საშალებებით ჩაიხერგება გზა  და მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების ზრუნვიდან გამომდიანრე, ადამიანი დატყვევებულია ციხეში, არ მიყავთ უკვე მეორედ სასამართლოში და მათ უნდათ, რომ აი,ამ რუსულ ყაიდაზე მორგებული პროპაგანდით ასაზროდოონ საზოგადოება და საზოაგდეოების მცირე ნაწილმა მანც დაიჯეროს, რომ ხედავთ რაშია საქმე,  რატომ არ გადაჰყავთ მიხეილ სააკაშილი, რატომ არ ახორციელბენლ კუთვნი საატელეფონო ზარებს. ხალხო, საქართველოს მოქალაქე  რომელიც ქუჩაში, ყოველდღირუადა მზად სხვადასხვა საპროტესო აქციებში მიიღოს მონაწილეობა,  არის ყველაზე ძლიერი იარაღი ახლა საზოგადოების ხელში"- განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, დღეს, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ე.წ. პიჯაკების საქმეზე იმართება, თუმცა სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების უფლებას კვლავ არ აძლევს. როგორც უწყება აცხადებს, ამის მიზეზი ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით, დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ბლოკირებაა, რომელსაც რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა საკუთრებაში არსებული ავტომანქანების საშუალებით მოახდენენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics