11:49 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-11 16:03:01, 620 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია - გეგმა არის ერთადერთი, არ იქნება მოსვენება, სანამ ეს რეჟიმი მშვიდობიანად არ ჩამოინგრევა

არ იქნება მოსვენება,სანამ ეს რეჟიმი ჩამოინგრევა. - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, ვაჟა-ფშაველას ძეგლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკოსები, საკრებულოს წევრები მხოლოდ ძალადობაზე და შიშზე დგანან.

„არ იქნება მოსვენება, მეთოდურად ეს ხელისუფლება, ეს რეჟიმი ჩამოინგრევა, მშვიდობიანად ჩამოინგრევა. არც ერთ ჩვენგანს არ და ვერ ექნება არანაირი არც ამოცანა, არც მიზანი ძალადობისა, არ და ვერ ექნება სადმე შეჭრისა, არ და ვერ ექნება ვინმეზე შეურაცხყოფის მიყენებისა, რადგან მართალი ხალხი ასე არ იქცევა, მართალი ხალხი იქცევა ისე, როგორც ვიქცევით უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, მართალი ხალხი მშვიდობიანად, მტკიცედ და ურყევად იბრძვის და ასე ანგრევს რეჟიმს. დიახაც, ხანგრძლივი, ხალხმრავალი, უწყვეტი, დისციპლინირებული, ორგანიზებული, მშვიდობიანი საპროტესტო მოძრაობა მეთოდურად ჩამოშლის ამ რეჟიმს ყოველდღიურად.

რამდენ ადამიანს დაიჭერენ? გუშინ ჩვენ ვიხილეთ ის, რაც ვიხილეთ. აბსოლუტურად სწორ ადგილას როგორ აკავებდნენ ადამიანებს იმ ყველაფრის შიშით, რომ ხელისუფლებამ მიტაცებული ძალაუფლება არ დაკარგოს, მაგრამ ეს გარდაუვალია, ეს ასე მოხდება. ადამიანები ფეხით სავალ ნაწილზე იდგნენ, ინტერვიუებს იძლეოდნენ და ასე იტაცებდნენ. პოლიტიკოსები, საკრებულოს წევრები მხოლოდ ძალადობაზე და შიშზე დგანან. ხელისუფლებამ იცის, რომ სხვა გზა მას უბრალოდ არ აქვს, მაგრამ ისიც ძალიან კარგად იცის, რომ მილიონზე მეტი ადამიანი არის აქტიურად მისი მოწინააღმდეგე ამ მცირე ქვეყანაში, საიდანაც დაცალეს მოსახლეობის დიდი ნაწილი. მნიშვნელოვანი ნაწილი არის ქვეყნიდან გასული. ამიტომ, 46-ს დაიჭერენ? 4 000-ს დაიჭერენ? არაფერი, მეთოდურად რეჟიმი წაიქცევა, გაშიშვლდება ბოლომდე საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოების წინაშე“, -  განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მდინარაძე ამტკიცებს, რომ გამოხატვის თავისუფლების გამო დასჯა, არ არის თავისუფლების შეზღუდვა
რეჟიმი შსს-ში შექმნის სპეციალური სამმართველოს, რომლის ფუნქცია იქნება გამოავლინოს და დასაჯოს ოლიგარქის პარტიის კრიტიკოსები
ლიეტუვაში დრონი ჩამოვარდა - წინასწარი დასკვნებით, ის უკრაინული იყო
ცივი იარაღის გამოყენებით მამაკაცს მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics