12:34 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-10 21:43:10, 562 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილის პირადი ექიმი - აქვს დაზიანებები,მდგომარეობა არ არის კარგი და ასე გაგრძელება შეუძლებელია

აქვს დაზიანებები, რა დაზიანებები აქვს, არ ვილაპარაკებ ამაზე. სხვადასხვა ნაწილებში შევამჩნიე დაზიანებები ჩემი თვალით.- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყოფსიძემ, გლდანის მე-18 საპატიმროს დატოვების შემდეგ განაცხადა.

როგორც, ყოფშიძემ განმარტა, ექსპრეზიდენტი მედიკამენტებს აღარ იღებს და ანალიზების ნაწილი არის უარესი.

იგი ასევე შეეხო დღეს გამართულ სასამართლო პრიცეს და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის სუსტადაა, თუმცა ელოდებოდა სასამართლოში გამოძახებას.

„აქვს დაზიანებები, რა დაზიანებები აქვს, არ ვილაპარაკებ ამაზე. სხვადასხვა ნაწილებში შევამჩნიე დაზიანებები ჩემი თვალით.

ერთს გეტყვით, რომ სუსტად არის, მაგრამ ემზადებოდა დღევანდელი სასამართლოზე გამოსვლისთვის, ფიქრობდა, რომ მისცემდნენ უფლებას გამოსულიყო, არ გამოვიდა ეს და უკმაყოფილოა.

მედიკამენტებს არ ღებულობს, ტესტები ავიღეთ, ტესტების გარკვეული ნაწილი არის უარესი, რაც მოსალოდნელი იყო. აქ მკურნალობას ჩვენი პრეზიდენტი არ გადის. მდგომარეობა არ არის კარგი და ასე გაგრძელება შეუძლებელია. ჩემი მთავარი რეკომენდაციაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადავიყვანოთ ისეთ მრავალპროფილურ საავადმყოფოში, სადაც შესაძლებელი იქნება მისი მკურნალობა.

ჩვენ ვაკეთებთ იმიტაციას ამ მოძრაობების, ვითომ კონსილიუმს ვხდებით, ვლაპარაკობთ მის ჯანმრთელობის შესახებ, ტელევიზიები დღე და ღამე აშუქებენ, რა იქნება. ამ დროს ყველამ მშვენივრად იცის, რითი დამთავრდება ეს ყველაფერი, დამთავრდება ერთით - სიკვდილით. სხვა გამოსავალი აქ არ არის. ბევრი მეუბნება რატომ აბუქებო, ვიღაცამ ხომ უნდა თქვას სიმართლე. დაახლოებით ორი კვირის წინ ვთქვი იგივე, ფიზიკურად ძალიან ძლიერია და გაუძლო ეს ორი კვირა და კიდევ რამდენ ხანს გაუძლებს, ვერ გეტყვით. აქ შევხვდი მთავარ ექიმს, ამ ციხის საავადმყოფოს დირექტორს და მორჩა - არავითარი აპარატურა არ მინახავს, პრეზიდენტს შევხვდი სპეციალურ ოთახში“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ცნობისთვის, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. ინფორმაცია პენიტენციურმა სამსახურმა ერთი საათის შემდეგ დაადასტურა. ექსპრეზიდენტის მონახულება თავდაპირველად მხოლოდ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა შეძლო, მოგვიანებით კი თავად ომბუდსმენმა. აპარატის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის რუსთავის ციხიდან სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს და ციხეში ძალის გამოყენებით შეიყვანეს. მანვე აღნიშნა, რომ სააკაშვილს პალატაში ესმის სხვა პატიმრების გინებისა და მუქარის ხმა. ადვოკატებმა ეს ფსიქოლოგიურ ზეწოლად და წამებასთან გათანაბრებულ ქმედებად შეაფასეს. იუსტიციის მინისტრი ამტკიცებს, რომ რუსთავის ციხიდან გლდანში გადაყვანისას არცერთი პროცედურა და ნორმა არ ყოფილა დარღვეული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სასესხო პორტფელის სავალუტო სტრუქტურის შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა - მკითხველის კომენტარებზე პასუხებთან ერთად
რამდენიმე კვირაში შსს-ში შეიქმნება სამმართველო მოქალაქეთა ტოტალური კონტროლისთვის
მდინარაძე ამტკიცებს, რომ გამოხატვის თავისუფლების გამო დასჯა, არ არის თავისუფლების შეზღუდვა
რეჟიმი შსს-ში შექმნის სპეციალური სამმართველოს, რომლის ფუნქცია იქნება გამოავლინოს და დასაჯოს ოლიგარქის პარტიის კრიტიკოსები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics