2021-11-10 11:38:14, 765 ნახვა
პოლიტიკა
ვაჟა სირაძის განცხადებით, სუს–თან აქტივისტები შენობის ბლოკირებას ცდილობდნენ, რის გამოც ისინი დააკავეს
საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე აცხადებს, რომ სუს–ის შენობასთან, სადაც ოპოზიცია აქციას მართავს, აქტივისტები იმიტომ დააკავეს, რომ ისინი შენობის ბლოკირებას ცდილობდნენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. ადგილზე სამართალდამცველებმა 20–მდე პირი დააკავეს, მათ შორის, ოპოზიციონერი ზვიად კუპრავა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ოპოზიცია 4 ლოკაციაზე საპროტესტო აქციას მართავს. ოპოზიციონერები ითხოვენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში იყოს გადაყვანილი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,