13:40 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-09 18:34:08, 619 ნახვა

პოლიტიკა
კელი დეგნანი - მთავრობას დაჟინებით ვთხოვთ უზრუნველყოს სააკაშვილის სრულად აღჭურვილ დაწესებულებაში გადაყვანა

მთავრობას დაჟინებით ვთხოვთ, სააკაშვილი საჭირო სამედიცინო დახმარებით უზრუნველყონ. - ამის შესახებ  აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხდა.

დეგნანი აღნიშნავს რომ ის, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით შეშფოთებულია.

 

"ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან ყურადღებით აკვირდება მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას და ჯანმრთელობის მდგომარეობას. შეშფოთებულები ვართ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. 

სამედიცინო ჯგუფის შეფასებით, ის დიდი რისკის ქვეშ არის და სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდება. სახალხო დამცველმა თქვა, რომ გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულება არ არის საკმარისი. 

ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს, რომ მიხეილ სააკაშვილმა საჭირო სამედიცინო დახმარება დაუყოვნებლივ მიიღოს სრულად აღჭურვილ დაწესებულებაში. 

ჩვენ ასევე ვთხოვთ ბატონ სააკაშვილს, გაითვალისწინოს ექიმების რეკომენდაციები და დათანხმდეს მისთვის საჭირო მედიკამენტურ მკურნალობას. ცხადია, ეს ძალიან სენსიტიური და ემოციური ვითარებაა. მაგრამ ახლა პრიორიტეტი უნდა იყოს სააკაშვილის ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა. მკაცრი რეკომენდაციაა ხელისუფლების მიმართ, უზრუნველყოს ის ფუნდამენტური სამედიცინო მომსახურება, რომელიც მას სჭირდება. 

მას უნდა მოეპყრან თანასწორად და ღირსების დაცვით ქართული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

ნებისმიერ ქვეყანაში ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას პატიმრები ძალადობისგან, მათ შორის, ფსიქოლოგიური ძალადობისგან, უზრუნველყონ მათი უსაფრთხოება და სამედიცინო კეთილდღეობა". -  განაცხადა კელი დეგნანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე აცხადებს, რომ სოციალურ ქსელებში სტატუსები, განცხადებები, უნდა დარეგულირდეს
გაეცანით საქართველოს ბანკის განახლებულ საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებს
ჩაერთეთ საქართველოს ბანკის განვადების აქციაში და გაინახევრეთ განვადების თანხა
მარნეულში 6 ადამიანი ტორტით მოიწამლა, მოკვლევა დაწყებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics