|
2021-11-09 17:57:12, 634 ნახვა
პოლიტიკა
მარინა კალიურანდი: საქართველოს არჩევნები კონკურენტულად შეფასდა, მაგრამ ისმის კითხვა – არის ეს საკმარისი?
ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი აცხადებს, რომ საქართველოში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნები კონკურენტულად შეფასდა, თუმცა ეს არ არის საკმარისი ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს ევროპული მისწრაფებები. როგორც კალიურანდმა დღეს გამართულ ვებინარზე აღნიშნა, საქართველოში პოლიტიკური პოლარიზება უნდა გადაილახოს და პოლიტიკოსები უნდა დაუბრუნდნენ ნორმალურ სამუშაო რუტინას. "საქართველოს არჩევნები შეფასდა, როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული, მაგრამ ისმის კითხვა: არის ეს საკმარისი საქართველოსთვის? არის ეს საკმარისი ქვეყნისთვის, რომელსაც ევროპული მისწრაფებები აქვს? და ხომ არ უნდა ჩატარდეს შემდეგი არჩევნები ჩატარებული უკეთესი ფორმით, ვიდრე ეს უბრალოდ კონკურენტული და კარგად ორგანიზებული. ახლა არჩევნები დასრულებულია და დიდი იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური პოლარიზება და არეულობა უნდა გადაილახოს. დროა ქართველი პოლიტიკოსები დაუბრუნდნენ ნორმალურ სამუშაო რუტინას. საქართველოს სჭირდება ფუნქციური პარლამენტი, სადაც პლენარული სხდომები არ იქნება ბოიკოტირებული. ჩვენ ქართველი დემოკრატიის მხარეს ვართ და ვიქნებით ოპოზიციის მხარეს, თუ ეს საჭირო იქნება", – განაცხადა კალიურნდმა.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)