|
2021-11-08 16:27:25, 714 ნახვა
პოლიტიკა
ნინო გოგუაძე - ჩვენ პარტია „დროა“ გადავდივართ საგანგებო მდგომარეობაზე
ჩვენ გადავდივართ საგანგებო მდგომარეობაში, ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას ყველა არაძალადობრივ აქციაში. როგორც კოალიციის წევრები, მივიღებთ კოალიციის შექმნაში აქტიურ მონაწილეობას, დავგეგმავთ კოალიციასთან ერთად სხვადასხვა საპროტესტო აქციებს, ასევე დროა ჩაატარებს ყოველდღიურად ან არაყოველდღიურად, მაგრამ ხშირად, საკუთარ აქციებს.- ამის შესახებ პარტია „დროას“ წევრმა ნინო გოგუაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ელენე ხოშტარია მოთხოვნა არის ერთადერთი, ხელისუფლებამ გადადგას კანონიერი ნაბიჯი, სააკაშვილი გადაიყვანოს მრავალპროფილურ საავადმყოფოში, როგორც კი, ეს მოხდება ელენე შიმშილობას შეწყვეტს. „მოგეხსენებათ, ქვეყანაში შექმნილია უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში შიმშლობს უკვე 39-ე დღეა შიმშილობს,მისი ჯანმრთელობის მდგომრეობა იმდენად არის დამძიმებულ ხელისუფლების მიერ დანიშნულმა კონსილიუმმა 5 დღის წინ გასცა პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია , მაგრამ ხელისუფლება ჯიუტად არ ასრულებს ამ რეკომენდაციებს. პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, პატიმარი სააკაშვილის მდგომარეობა დღითიდღე უფრო კრიტიკული ხდება, ამასთან ერთად შიმშილობს დროას ლიდერი ელენე ხოშტარია, იგი იღებს მხოლოდ წყალს, უარს ამბობს გადასხმაზე და არ იღებს არანაირ მედიკამენტებს, ელენეს მოთხოვნა არის ერთადერთი, ხელისუფლებამ გადადგას კანონიერი ნაბიჯი, სააკაშვილი გადაიყვანოს მრავალპროფილურ საავადმყოფოში, სადაც მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე იქნება დაცული. თუ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდება, ელენე ხოშტარია შეწყვეტს შიმშილობას. ამასთან ერთად, ელენეს მიზანია, ხელისუფლებამ გამოიჩინოს გონიერება და საზოგადოება ააცილოს იმ უმწვავეს დაპირისპირებას საითკენაც მივექანებით, ისედაც უკიდურესად პოლარიზებულ გარემოში. რაც შეეხება პარტია დროას, ჩვენ გადავდივართ საგანგებო მდგომარეობაში, ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას ყველა არაძალადობრივ აქციაში. როგორც კოალიციის წევრები, მივიღებთ კოალიციის შექმნაში აქტიურ მონაწილეობას, დავგეგმავთ კოალიციასთან ერთად სხვადასხვა საპროტესტო აქციებს, ასევე დროა ჩაატარებს ყოველდღიურად ან არაყოველდღიურად, მაგრამ ხშირად, საკუთარ აქციებს. გვინდა მივმართოთ, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს, დროა მან ხმა ამოიღოს, დაეხმაროს ექიმების რეკომენდაციის შესრულებას, გამოხატოს პირადი აზრი, შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მას პირადად დაეკისრება პასუხისმგებლობა იმ ცინიზმზე, რასაც ბიძინა ივანიშვილის ქართული ოცნება სჩადის.“- ნინო გოგუაძე.
ოთხშაბათს და პარასკევს ივანიშვილის რეზიდენციასთან მოვაწყობთ ერთკაციან აქციებს - მშობლები
კალაძე ოპოზიციაზე: თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს ერთობა განწირული იყო მარცხისთვის
კალაძე აცხადებს, რომ სოციალურ ქსელებში სტატუსები, განცხადებები, უნდა დარეგულირდეს
გაეცანით საქართველოს ბანკის განახლებულ საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებს
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)