15:33 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-07 17:29:16, 638 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტთან 2007 წლის 7 ნოემბერთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„არ აგარევინებთ“ - ამ სახელწოდებით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, 2007 წლის 7 ნოემბერთან დაკავშირებით, აქცია მიმდინარეობს.

აქცია საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებელის, გია გაჩეჩილაძის ორგანიზებით იმართება.

ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებსა და წინა ხელისუფლების სისხლიან რეჟიმს გააპროტესტებენ.

მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

ცნობისთვის, 2007 წლის 6 ნოემბერს ოპოზიციამ განაცხადა, რომ მოშიმშილეებისათვის, რომლებსაც წვიმიან ამინდში უწევდათ ღია ცის ქვეშ ყოფნა, პარლამენტის შენობის წინ კარვების დადგმას აპირებდნენ.

7 ნოემბერს, დილით, საგანგებო ბრიფინგზე თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ხელისუფლება არ დაუშვებდა დედაქალაქი კარვების ქალაქად გადაქცეულიყო. მისი თქმით, აუცილებელი იყო რუსთაველის გამზირზე მოძრაობის აღდგენა და ტერიტორიის გაწმენდა.

იმ დროს სახალხო დამცველმა, დღეს კი ქართული ოცნების გუნდის ლიდერმა, სოზარ სუბარმა დაგმო დილით რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის, მათ შორის მოშიმშილეების დარბევის ფაქტი. ოპოზიციამ საპროტესტო აქცია განაახლა.

პარლამენტის წინ შეკრებილმა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი პოლიციასთან დაპირისპირების ფონზე დაიკავეს.

იყო ფიზიკური შეხლა-შემოხლა. პოლიცია ხელკეტებით უსწორდებოდა მომიტინგეებს, რომლებიც სამანქანო გზის დაკავებას ცდილობდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო ასობით პოლიციელი, რომლებმაც მოგვიანებით დატოვეს ტერიტორია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსების მიერ რუსთაველის თეატრში დადგმულ სპექტაკლს კრიტიკა მოჰყვა, რეჟიმის კულტურის სამინისტრო თავს იმართლებს
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
ონიანი - დაანონსებული მექანიზმი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics