16:20 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-05 19:51:57, 547 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა გვარამია სააკაშვილზე - პირდაპირ გეუბნებით, არ არის დამაიმედებელი სიტუაცია

 ფიზიკურად ფეხზე დგას და მინდა, გითხრათ ესეც უჭირს და დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, მართლა ყანყალებს ადამიანი ფეხზე რომ დგას და დაჰყვება ბევრად მეტი ბადრაგი, რომ გზაში არ წაიქცეს. -  ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მან მოუწოდა მასთან შემსვლელებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გზავნილები არ წაიკითხონ, რადგან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს უზუსტობებს, ვინაიდან ექსპრეზიდენტის ფიზიკური და ფსიქიკური მდგომრეობა არ არის სტაბილური.

"მე არ წავიკითხავ ახლა განცხადებას, ძალიან მოკლედ ვიტყვი ერთადერთი, რომ მიხეილ სააკაშვილმა მთხოვა, რომ განმეცხადებინა, რომ ის არ იღებს მონაწილეობას აქციების დაგეგმვაში, მენეჯმენტში და ა.შ. ის არის ციხეში, მისი შესაძლებლობები შეზღუდულია, მას შეუძლია გაამხნევოს ადამიანები და მოუწოდოს იქითკენ, რომ იაქტიურონ და დიახ, მოუწოდებს, რომ ექვსში ძალიან მოხარული იქნება თუ ბევრი ადამიანის ხმას გაიგებს და ეს მისთვის ენერგიაა. ეს ხვალინდელ აქციაზე ვსაუბრობ. რაც შეეხება აქციების ლოჯისტიკას, დაგეგმვას და ა.შ. იგი მთლიანად ენდობა იმ მრავალპარტიულ პლატფორმას და აქტივისტებს რომლებიც ამას აკეთებენ და აკეთებენ მისი შეხედულებით ძალიან კარგად.

ადამიანი არის მძიმე მდგომარეობაში, იმ სერიოზულ კვალს რომელიც მის ფსისქაკას და ჯანმრთელობას აქვს.  ის, რომ ის ფიზიკურად ფეხზე დგას და მინდა, გითხრათ ესეც უჭირს და დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, მართლა ყანყალებს ადამიანი ფეხზე რომ დგას და დაჰყვება ბევრად მეტი ბადრაგი, რომ გზაში არ წაიქცეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი ბოლომდე ფსიქოლოგიურად და გონებრივად აკონტროლებს სიტუაციას. აღარ არის მიხეილ სააკაშვილი ამ მდგომარეობაში. გთხოვთ, ამას ანგარიში გავუწიოთ ყველამ. მიშა არასდროს არ იტყვის, რომ ის ცუდად არის და უშველონ. ძალიან გთხოვთ, ანალიზებით და კალციუმის რაოდენობით და ა.შ. ნუ ვიმსჯელებთ, ვისაუბროთ იმაზე, რასაც ვხედავთ და მე პირადად კარგს არაფერს აღარ ვხედავ აქ. ძალიან მძიმე სიტუაციაა. არ არის დამაიმედებელი სიტუაცია პირდაპირ გეუბნებით. მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, კვლავ, ვითარება არის უკიდურესად მძიმე, მოსალოდნელი არის კოლაფსი, როგორც თვითონ მითხრა სააკაშვილმა, ძალიან ცოტა დრო დარჩა მისი შეგრძნებით. მე ვამბობ, რასაც მეუბნება პატიმარი, როგორ გრძნობს თავს იმასთან დაკავშირებით, ის არ გრძნობს თავს კარგად და ელოდება კოლაფსს, კოლაფსის შემდეგ რა მოხდება ეს არავინ არ იცის. რეალურად ეს ნიშნავს სიკვდილისთვის გაწირვას თუ ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლება ელოდება, როდის მოხდება კოლაფსი, ეს კაცი გადარჩენილი უნდა იყოს მანამდე. ფიზიოლოგიური გადარჩენა არ არის მხოლოდ ჩვენი ამოცანა, არამედ მისი ფსიქიკის გადარჩენაც, - განაცხადა ნიკა გვარამია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსების მიერ რუსთაველის თეატრში დადგმულ სპექტაკლს კრიტიკა მოჰყვა, რეჟიმის კულტურის სამინისტრო თავს იმართლებს
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
ონიანი - დაანონსებული მექანიზმი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics