17:03 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-03 12:05:41, 679 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძემ მოადგილეებს - ანდრია ბასილაიასა და ირაკლი ბენდელიანს კონკრეტული დავალებები მისცა

თბილისის მერმა კახა კალაძემ მოადგილეებს - ანდრია ბასილაიასა და ირაკლი ბენდელიანს კონკრეტული დავალებები მისცა.

კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ანდრია ბასილაიას 15 პარკის პროექტის, ირაკლი ბენდელიანს კი, პროგრამით გათვალისწინებული გამზირებისა და ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოების დაწყება დაავალა.

„გარემოსდაცვითი მიმართულება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემაა ჩვენთვის. ბევრი კარგი საქმე გაკეთდა ამ მიმართულებით. ბევრი ახალი პარკი გავხსენით, ასევე, პარკებს და სკვერებს რეაბილიტაცია ჩავუტარეთ, თუმცა, ამით არ შემოვიფარგლებით. ძალიან დიდი რესურსი აქვს ქალაქს იმისთვის, რომ იყოს ყველაზე მწვანე და ლამაზი. არაფერი უხდება თბილისს ისე, როგორც სიმწვანე, როგორც ადამიანებით გადავსებული პარკები. ამიტომ, უკვე დაიწყეთ იმ  15 პარკის პროექტის მომზადება, რომელთაგან ცხრა ახალი პარკი იქნება, რათა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. ეს პროექტები უნდა იყოს ისე გაკეთებული, რომ ყველამ ვიამაყოთ: როგორიცაა ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (ე.წ. კიკვიძის) და გოძიაშვილის პარკები, ვაკის პარკი, „მზიური“. ეს მიდგომები და დამოკიდებულებები გვჭირდება, რომ დედაქალაქში მომდევნო წლების განმავლობაში, კიდევ უფრო მეტი მწვანე სივრცე და რეკრეაციული ზონა შევქმნათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალქისთვის ინფრასტუქტურული პროექტები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია.

„გამზირების რეაბილიტაცია, ქუჩების კეთილმოწყობა - ეს არის ის პროექტები, რაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს ქალაქს. ჩვენი დაპირება იყო მელიქიშვილის ქუჩის, ქეთევან დედოფლის, რუსთაველის, წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების რეაბილიტაცია. უკვე დაიწყეთ პროექტების მომზადება, რათა მომავალი წლიდან შევძლოთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და პროექტების განხორციელება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსების მიერ რუსთაველის თეატრში დადგმულ სპექტაკლს კრიტიკა მოჰყვა, რეჟიმის კულტურის სამინისტრო თავს იმართლებს
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
ონიანი - დაანონსებული მექანიზმი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics