|
2021-11-02 18:21:41, 1012 ნახვა
პოლიტიკა
ფლანგვის დეტექტორი - ცესკომ წინასაარჩევნოდ, საიმიჯო ვიდეორგოლის დასამზადებლად 186,420 ლარი დახარჯა
წინასაარჩევნოდ ცესკომ საიმიჯო ვიდეორგოლის დამზადება გადაწყვიტა, რომლითაც მაღალი პროფესიონალიზმის მქონე იმიჯურ ორგანიზაციად უნდა წარმოჩენილიყო.ვიდეოს სცენარში 31,070 ლარი დაიხარჯა, ხოლო თავად ვიდეორგოლის დასამზადებლად 155,350 ლარი.- ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს. მათი ცნობით, იმიჯზე ზრუნვის პარალელურად, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები ცესკომ დარღვევებით ჩაატარა, ისევე როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. ამასთან, 2017-2021 წლებში ცესკო 325,203,900 ლარით დაფინანსდა, საიდანაც 136,451,300 ლარი დასაქმებულთა შრომის ანაზრაურებაზე დაიხარჯა. „ცესკომ წინასაარჩევნოდ, საიმიჯო ვიდეორგოლის დასამზადებლად 186,420 ლარი დახარჯა. ვიდეორგოლის დამზადების მიზნით, ცესკომ გამარტივებული შესყიდვის წესით ხელშეკრულება 13 აგვისტოს შპს სტუდია მარველთან გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად მიმწოდებელს 3 ვიდეორგოლი უნდა დაემზადებინა, მათგან ერთი საიმიჯო ვიდეორგოლი უნდა ყოფილიყო, დანარჩენი 2 ვიდეორგოლის თემა კი “არჩევნები და პანდემია” და “ მოწოდება მოდი არჩევნებზე” იყო. ვიდეორგოლების დასამზადებლად თანხები შემდეგნაირად გადანაწილდა: საიმიჯო სარეკლამო ვიდეორგოლი “ცესკო როგორც მაღალი პროფესიონალიზმის მქონე იმიჯური ორგანიზაცია” - 186,420 ლარი სარეკლამო ვიდეორგოლი “პანდემია და არჩევნები” - 155,350 ლარი სარეკლამო ვიდეორგოლი “მოწოდება მოდი არჩევნებზე” - 93,210 ლარი ყველაზე დიდი ოდენობის თანხა ცესკომ საკუთარი საიმიჯო ვიდეორგოლის შესაქმნელად დახარჯა. ხელშეკრულებით თანახმად მიმწოდებელს ჯერ დაევალა სცენარის შექმნა, სადაც ცესკო წარმოდგენილი იქნებოდა, როგორც მაღალი პროფესიონალიზმის მქონე იმიჯური ორგანიზაცია, შემდეგ კი შპს მარველს სცენარის შესაბამისად უნდა დაემზადებინა ვიდეორგოლი. სცენარის დასამზადებლად 31,070 ლარი გამოიყო, ხოლო ვიდეორგოლის დასამზადებლად 155,350 ლარი. მიუხედავად იმისა, რომ ცესკოსთვის წინასწარვეა ცნობილი არჩევნების ჩატარების ფაქტი და მოსამზადებლადაც საკმარისი დრო აქვს, ნაცვლად ტენდერის გამოცხადებისა, მან პირდაპირი შესყიდვის წესით, უკონკურენტო გარემოში გაუფორმა ხელშეკრულებას შპს მარველს. აღსანიშნავია, რომ გამარტივებული შესყიდვები კორუფციულ რისკს წარმოშობს, ამასთანავე თანხების მინიმალიზაციის მიზნით უმჯობესია შესყიდვა ტენდერის მეშვეობით, კონკურენტულ გარემოში განხორციელდეს. აღსანიშნავია, რომ ცესკოს პროფესიონალიზმს არა ვიდეორგოლი, არამედ ჩატარებული არჩევნები განსაზღვრავს. 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ არაერთი დარღვევა დაფიქსირდა. “TI საქართველო” არჩევნების შედეგების შეფასებისას აღნიშნავს, რომ არაერთი დარღვევა დაფიქსირდა დღის მანძილზე, მათ შორის აღსანიშნავია დარღვევები, სადაც განსაკუთრებთ მაღალია იყო ცესკოს კომპეტენცია და ვალდებულება, თავიდან აერიდებინა მსგავსი შემთხვევები. ერთი და იმავე პირის მიერ რამდენიმეჯერ ხმის მიცემის შემთხვევა, დამკვირვებლების საქმიანობისთვის ხელის შეშლა, კენჭისყრის ფარულობის დარღვევა – ეს ის დარღვევებია, სადაც ცესკოს პირდაპირი ვალდებულება ჰქონდა, თავიდან აერიდებინა მსგავსი შემთხვევები, ან დროული და ეფექტური რეაგირება მოეხდინა. აღსანიშნავია, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სადამკვირვებლო მისიის შედეგებიც. საია-მ არაერთი დარღვევა დააფიქსირა, მათ შორის მარკირების წესების უგულებელყოფის, გადასატანი ყუთით და, ზოგადად, ხმის მიცემის პროცედურის დარღვევის შემთხვევები, არასათანადო დოკუმენტით უბანზე შემოსვლის ფაქტები. რაც შეეხება მეორე ტურს, კვლავ არაერთი დარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის წილისყრის პროცედურის, მარკირებისა და ხმის მიცემის წესების დარღვევა, COVID-19-ის რეგულაციების დაუცველობა, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ შევსება/გამოქვეყნება.“ -ნათქვამია განცხადებაში.
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)