2021-11-01 17:57:58, 744 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე დეპუტატის მანდატს ტოვებს
დეპუტატის მანდატს კიდევ ერთი ოპოზიციონერი ლიდერი ტოვებს.
პარტიის „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საპარლამენტო მანდატს ტოვებს. - ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ პარტიაში დაუდასტურეს.
მათივე თქმით, ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტს მანდატის შეწყვეტის თხოვნით უახლოეს დღეებში მიმართავს და შესაბამის პროცედურებს გაივლის.
ცნობისთვის, დღეს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციონერ ლიდერებს მიმართა, რომ მამუკა ხაზარაძის მსგავსად დეპუტატის მანდატი დაეტოვებინათ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,