2021-11-01 11:21:01, 718 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია - ეს არჩევნები არც თავისუფალი და არც სამართლიანი იყო
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი და თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი, გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები არც თავისუფალი და არც სამართლიანი იყო.
ამის შესახემ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ტვიტერზე დაწერა.
"ეს არჩევნები არც თავისუფალი და იყო და არც სამართლიანი. ჩვენ სერიოზულად უნდა ვიფიქროთ არჩევნებში ფულისა და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებაზე. საჯარო სექტორის პოლიტიკურად მიუკერძოებლობა გარანტირებული უნდა იყოს. სხვაგვარად არსებობს რისკი, რომ ხმის მიცემა უაზრო შოუდ გადაიქცეს."- წერს გახარია.
ცნობისთვის, გიორგი გახარიამ თბილისის მერის არჩევნების I ტურში ხმების 9.41% მიიღო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,