|
2021-10-31 11:27:23, 627 ნახვა
პოლიტიკა
იოსებ ხახალეიშვილი - ყველას, ვისაც ჩემს მიმართ რაიმე კითხვა ან პრეტენზია ჰქონდა, ჩემი საქმიანობით ვაჩვენებ, რომ ყველაზე სწორი არჩევანი გააკეთეს
„ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი თანაქალაქელებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. როგორც იოსებ ხახალეიშვილმა მედიასთან განაცხადა, საქმით დაამტკიცებს, რომ ქუთაისელებმა სწორი არჩევანი გააკეთეს. „მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდზე დაუდგა ქუთაისს, სოსო ხახალეიშვილს, "ქართულ ოცნებას". ჩვენ ღირსეული გამარჯვება მოვიპოვეთ. ეს გამარჯვება გამოცხადებულია ცესკოს გვერდზე, ოფიციალური მონაცემებით. მადლობა მედიას, კრიტიკისათვის, თანამშრომლობისათვის და დარწმუნებული ვარ, რომ უკვე მომავალი დღეებიდან გვექნება ძალიან აქტიური და პოზიტიური თანამშრომლობა ისე, როგორც ეს გვქონდა. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი დაწყებული საქმე გაგრძელდება, იქნება ახალი საქმეები და ვფიქრობ, რომ ქუთაისში ყველა, ვისაც ეს ქალაქი უყვარს, მზად იქნება იმისათვის, რომ ვიმუშაოთ და ჩვენ ქალაქს მივცეთ წარმატებული ხვალინდელი დღე და მომავალი", - განაცხადა ხახალეიშვილმა. წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას მერობის კანდიდატმა განაცხადა, რომ მის მიმართ შეურაცხმყოფელი კამპანია წარმოებდა. „წინასაარჩევნო გარემო იყო ძალიან ცუდი, გამომდინარე ჩემი ოპონენტების მიერ წარმოებული იმ კამპანიის, რომელიც შეურაცხმყოფელი იყო ჩემთვის, ჩემი ოჯახისა და ზოგადად ქალაქისთვის, მაგრამ ბოლომდე მივიყვანე ჩემი საარჩევნო კამპანია ისე, როგორც ამ ქალაქს და ჩემს ოჯახს შეფერება. ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩემს მიმართ ჰქონდა კითხვა, რაიმე პრეტენზია, ჩემი საქმიანობით ვაჩვენებ, რომ ამ ქალაქში ეს არჩევანი იყო ყველაზე სწორი. რა თქმა უნდა, გამარჯვებას ველოდი, პირველ ტურში ჩვენ მივაღწიეთ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას, რადგან დღეს ქუთაისის საკრებულოში "ქართული ოცნებაა" უმრავლესობაში. ქვეყნის მასშტაბით 47% მიიღო "ქართულმა ოცნებამ" და ჰაერიდან მოტანილი რეფერენდუმზე კითხვის ნიშანიც მოხსნილია. ასევე მივიღეთ გამარჯვება 20-დან 19 ქალაქში მეორე ტურში", - განაცხადა ხახალეიშვილმა. სამომავლო გეგმებზე საუბრისას მერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ქუთაისში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდება. „რაც შეეხება სამუშაო გეგმებს, ეს იქნება ჩემი და ჩემი გუნდის უახლოესი დღეების მთავარი სამუშაო, რაც მთავარია, უნდა მივიღოთ ბიუჯეტი, რომელიც განსაკუთრებული იქნება, მინდა, წინასწარ დავაანონსო და გითხრათ, რომ ბიუჯეტის მატებას ვგულისხმობ და იმ მნიშვნელოვან ახალ პროექტებს, რომელიც უნდა განხორციელდეს ევროკავშირის საგრანტო კონკურსის ფარგლებში. ვფიქრობ, რომ ქუათაისს 2022 წელს ექნება ძალიან ბევრი წარმატებული პროექტი და ჩვენ თანაქალაქელებთან ერთად ვიზრუნებთ ჩვენი ქალაქის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის",- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში იოსებ ხახალეიშვილს ამომრჩევლების 51,64%-მა დაუჭირა მხარი.
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები - საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ახალი პარტნიორობა
მაუწყებლებს, რომლებსაც საინფორმაციო გამოშვება არ აქვთ, უცხოური დაფინანსების მიღება აღარ აეკრძალებათ
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)