2021-10-31 01:18:50, 551 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო-მ ფოთში ხმების 100% დათვალა - ბექა ვაჭარაძე 57.35%, გიგი უგულავა 42.65%
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ფოთში თვითმმართველობის ქალაქის მერის არჩევნების მეორე ტურში 33 უბნიდან 33-ვე, ანუ ხმების 100% უკვე დათვალა.
ცესკო-ს საბოლოო მონაცემებით, ფოთის თვითმმართველობის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ბექა ვაჭარაძემ 57.35%-ით (11 345 ხმა) გაიმარჯვა.
რაც შეეხება ოპოზიციონერ ფოთის მერობის კანდიდატ გიგი უგულავას, მან ხმების 42.65% აიღო, რაც რაოდენობრივად 8 437 ხმაა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,