15:41 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-31 00:08:26, 781 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - დაელოდონ 2024 წელს, მგონი არც მოუწევთ ლოდინი, „ნაცმოძრაობა“ მანამდე დამთავრდება

დაელოდონ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, არც მოუწევთ ლოდინი, იმიტომ რომ, „ნაცმოძრაობა“ მანამდე დამთავრდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა დღეს დაასრულა საუბარი „ნაცმოძრაობაზე“, სააკაშვილსა და გვარამიაზე და ხვალიდან იწყება საუბარი იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ქვეყნისთვის.

„ეს ოქტმის მონაცემებია დამთავრებულია. ჩვენ ვნახეთ გვარამიას სიზმრები, დაელოდონ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, მე მგონი არც მოუწევთ ლოდინი, იმიტომ რომ „ნაცმოძრაობა“ მანამდე დამთავრდება. დღეს დამთავრდა საუბარი „ნაცმოძრაობაზე“, სააკაშვილზე, გვარამიაზე და ა.შ, ხვალიდან თავიდან ბოლომდე იწყება საუბარი იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ჩვენი ქვეყნისთვის. რაც შეეხება თქვენს პარტიას და ტელევიზიებს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს გამარჯვება მათ შორის, თქვენი გამარჯვებაცაა, იმიტომ რომ არეულობა, ქაოსი არავის წაადგებოდა, რადგან თქვენც გჭირდებათ წინსვლა ამ ქალაქში“, - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics