2021-10-30 23:39:03, 533 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, რუსთავში ნინო ლაცაბიძეს 54.70% აქვს, დავით კირკიტაძეს 45.29%
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, რუსთავის მერის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე ლიდერობს.
ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატ ნინო ლაცაბიძეს 54.702% აქვს, რაც რიცხვობრივად 6 670 ხმაა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ დავით კირკიტაძეს 45.298%, რიცხვობრივად 5 534.
ცესკო-ს მონაცემებით, რუსთავში სულ 88 უბნიდან მონაცემები დათვლილია 19 (21.591%) უბანი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,