15:41 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-30 20:29:27, 755 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: წინასწარი მონაცემებით, ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვეთ - ყველას გილოცავთ გამარჯვებას!

მე მინდა ყველას მოგილოცოთ მეორე ტურის გამარჯვებით დასრულება, წინასწარი მონაცემების მიხედვით ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვეთ- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმაირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ოფისთან მხარდამჭერებისთვის მიმართვისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა კახი კალაძეს და მუნიციპალიტეტების მერებს გამარჯვება მიულოცა.  

„ყველას გილოცავთ გამარჯვებას, ჩემო ძვირფასებო! მე მინდა ყველას მოგილოცოთ მეორე ტურის გამარჯვებით დასრულება. დიდი მადლობა ჩვენს ხალხს და მხარდამჭერებს. მადლობა ჩვენს ხალხს ყველაფრისთვის. მადლობა უფალს. ძალიან კარგად, მშვიდად ჩატარდა არჩევნები და წინასწარი მონაცემების მიხედვით ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვეთ. ახლა რა თქმა უნდა, მშვიდად უნდა დაველოდოთ საბოლოო მონაცემების გამოცხადებას და მე მინდა კახა კალაძეს გამარჯვება მივულოცო. ასევე, ყველა მერს, ყველა ჩვენს კანდიდატს მინდა გამარჯვება მივულოცო. მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics