20:37 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-30 15:07:21, 505 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო - პირი, რომელსაც ორი პირადობა ჰქონდა, ამომრჩეველთა სიაში ერთხელაა შეყვანილი

 ცენტრალური საარჩევნო კომისია, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც  პიროვნება ედუარდ ჯიქური და ედუარდ მსტოიანი,ერთი და იგივე ადამიანია და ხმის მიცემას რამდენჯერმე ცდილობდა.

როგორც ცესკოში განმარტავენ, ამ ადამიანმა, 22 ოქტომბერს შეიცვალა გვარი და ცოლის გვარზე გადავიდა.

ადმინისტრაციის განცხადებით, 30 ოქტომბრამდე აღნინშული ცვლილება ვერ აისახა ამომრჩეველთა ერთიან სიაში.

„გვინდა რამდენიმე განმარტება გავაკეთოთ სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებულ მანიპულაციურ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

აქტიურად დაიწყო თემით მანიპულირება სოციალურ ქსელებშიც და მედიაშიც სხვადასხვა ჩართული მხარეების მიერ, რომელიც ეხება  ერთ პირზე გაცემულ ორ პირადობას. ჩვენ გადავამოწმეთ ინფორმაცია და გაცნობებთ, რომ ეს მოქალაქე ამომრჩეველთა სიაში მხოლოდ ერთხელ არის შეყვანილი, ნაძალადევის 85-ე საარჩევნო უბანზე.

აღნიშნულმა პიროვნებამ ქორწინების შემდეგ 22 ოქტომბერს შეიცვალა გვარი და გადავიდა მეუღლის გვარზე. ამ დროისთვის კი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცესკოსთვის უკვე გადმოცემული ჰქონდა ამომრჩეველთა განახლებული მონაცემები. შესაბამისად, 30 ოქტომბრისთვის ვერ აისახებოდა ახალი გვარით მისი მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში.  აღნიშნულის თაობაზე, შესაბამისი განცხადება გაავრცელა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომაც.

ამ პირს ხმის მიცემის შესაძლებლობა ჰქონდა მხოლოდ ერთხელ. ასეთი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება აზიანებს საარჩევნო პროცესს და ზიანს აყენებს ადმინისტრაციის მიმართ სანდოობას.

ასევე გვინდა გავაკეთოთ განმარტება კიდევ ერთ საკითხზე, რომელიც თითქმის ყოველ არჩევნებზე ხდება მანიპულაციის თემა; საუბარია ამომრჩეველთა ფოტოსურათიან საჯარო სიებზე. შეგახსენებთ,  რომ ამ სიების გამოთხოვის უფლება საარჩევნო ადმინისტრაციიდან აქვთ საარჩევნო სუბიექტებს და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს.  შესაბამისად, მათ სიები კანონმდებლობის დაცვით გადაეცემათ გამოთხოვის შემთხვევაში.  მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში ამ საკითხთან მიმართებაში.“ - აცხადებენ ცესკოში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები - საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ახალი პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics