2021-10-28 20:27:30, 581 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - გალის ოკუპაციის ხაზი ჩაიკეტა, ყველამ კარგად იცის, რომ გალიდან ამომრჩეველთა 100% ჩვენ გვაძლევს ხმას
საქართველოს მესამე პრეზიდენტი საკუთარ "ფეისბუქ" გვერზე პოსტს აქვეყნებს, სადაც გალის საოკუპაციოს ხაზის დაკეტვას ეხმაურება, მისი თქმით, გალის ამომრჩეველთა თითქმის 100% "ნაცმოძროაბას" აძლევს ხმას.
როგორც სააკაშილი წერ, იგი პუტინის პირადი ტყვეა.
"თუ ვინმეს კიდევ ეჭვი გეპარებათ, რომ მე პუტინის პირადი ტყვე ვარ, ნახეთ, როგორ ჩაიკეტა, მეორე ტურის წინ, გალის ოკუპაციის ხაზი. ყველამ კარგად იცის, რომ გალიდან ამომრჩეველთა თითქმის 100% სწორედ ჩვენ გვაძლევს ხმას და ახლაც ჩათვალეს, რომ მათი გადმოშვება კიდევ უფრო გააუარესებს ივანიშვილის მდგომარეობას სამეგრელოში. მაინც დამთავრებულები არიან!," - წერს სააკაშვილი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,