|
2021-10-28 20:08:36, 635 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშილი - ივანიშვილის ხელისუფლება დასრულებულია, ახლა ამას ქუდზე კაცი და 30 ოქტომბერს ოფიციალურად გაფორმება სჭირდება
საქართველოს მესამე პრეზიდენტი საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ივანიშვილის რეჟიმი დასრულებულია და ამას 30 ოქტომბერს ოფიციალურად გაფორმება სჭირდება. სააკაშვილის თქმით, მისი უკრაინელი მეგორები თვლიან, რომ "ქართული ოცნება" ზუსტად იანუკოვიჩის სტადიაზეა. "გუშინდელმა სამარცხვინო, ძალდატანებითმა თავყრილობამ და კონტრასტმა, რომელიც ზუგდიდიდან ვიხილეთ, ნათლად დამანახა, რომ ივანიშვილის ხელისუფლება დასრულებულია. ახლა ამას ქუდზე კაცი და 30 ოქტომბერს ოფიციალურად გაფორმება სჭირდება. ზუსტად იგივე შთაბეჭდილება დარჩათ იმ რამდენიმე გამოცდილ უკრაინელ დეპუტატს, რომელთაც გუშინ და დღეს ვეკონტაქტე. მათი აზრით, ქართული ოცნება ზუსტად იანუკოვიჩის ბოლო სტადიაზეა და ახლა, უკვე, ქართველი ხალხისგან ერთი ხელის წაკვრაც და საქართველოში სრულიად ახალი ეპოქა დაიწყება, დასრულდება ფეოდალიზმი, ერთპიროვნული მმართველობა და სწრაფად გადავალთ ევროპული დემოკრატიის, განვითარებისა და კეთილდღეობის გზაზე." - წერს სააკაშილი.
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი
პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)