23:00 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-28 11:03:44, 685 ნახვა

პოლიტიკა
ჯინ შაჰინი – საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ საჭირო დემოკრატიული რეფორმები უნდა გაამყარონ

რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე დიდი თავდაცვა, შავი ზღვის რეგიონში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებია, – ამის შესახებ სენატორმა ჯინ შაჰინმა სენატში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა მოლდოვა, უკრაინა და საქართველო, უნდა გააგრძელონ რუსეთის ბოროტი აქტივობების უკუგდება, საჭირო დემოკრატიული რეფორმების გამყარებით, რათა ასახონ ხალხის ნება და დააახლოვონ ისინი ტრანსატლანტიკურ საზოგადოებასთან

როგორც „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სენატორი შაჰინი აცხადებს, რომ ტრანსატლანტიკური გაფართოების თვალსაზრისით, რუსეთსა და დასავლეთს შორის, კონკურენციის ცხელი წერტილი შავი ზღვაა.

სენატის საგარეო კომიტეტის, ევროპის ქვეკომიტეტის თავმდჯომარე აცხადებს, რომ რეგიონში რუსეთის აგრესიული ქმედებები, ნატოს გაფართოების შეჩერებას და შავ ზღვაზე კონტროლის გაზრდას ისახავს მიზნად.

„რეგიონში კონტროლის გასაძლიერებლად და მის სამხრეთ საზღვრებში ნატოს წარმომადგენლობის ასაცილებლად, რუსეთს აქვს ომისა და არალეგალური ტაქტიკის, აგრესიის გამოყენების ისტორია. 2008 წელს, რუსეთმა ომი დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ და არალეგალურად წაართვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები. 2014 წელს, რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია, გააღვივა სეპარატისტული აჯანყება დონბასის რეგიონში. ეს არის კონფლიქტი, რომელიც გრძელდება და ყოველდღიურად უდანაშაულო უკრაინელების სიცოცხლეს იწირავს.“ - განაცხადა შაჰინმა.

სენატორი მიიჩნევს, რომ შავი ზღვის საკითხებზე ნატოს პასუხი მეტ კოორდინაციასა და პოლიტიკურ ერთიანობას მოითხოვს, რადგან რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად გასაღები ტრანსატლანტიკური ურთიერთობებია.

სენატორი შაჰინი, სენატში სიტყვით გამოსვლიას, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის საქართველოში, უკრაინასა და რუმინეთში ვიზიტსაც გამოეხმაურა.

„მე მამხნევებს ნატოს გენერალური მდივნის ბოლო გზავნილი იმის შესახებ, რომ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი რეგიონის თავდაცვისთვის ყოვლისმომცველ გეგმას შეიმუშავებს. ასევე მოხარული ვარ, რომ გასულ კვირას, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი საქართველოს, უკრაინასა და რუმინეთს ეწვია. ვფიქრობ ეს იყო რუსეთის მიერ შავი ზღვის კონტროლის მცდელობის წინააღმდეგ, მიდგომის ცვლილების მისასასალმებელი ნიშანი“ - აცხადებს შაჰინი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics