2021-10-27 15:13:22, 588 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს - შენ რომ გამბედაობა გქონდეს, ამ შენს ფასიან მიტინგზე გამიყვანდი და იქ გამიმართავდი დებატებს
საქართველოს ექს პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ამჯერად ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.
სააკაშვილი თქმით, ბიძინა ივანიშვილს რომ გამბედაობა ჰქონდეს დებატებს "ოცნების" მიტინგზე გაიყვანდა და დებატებს გაუმართავდა.
"მივმართავ ივანიშვილს - ფანჯრები ამომიგმანე და გამიშავე, ტელეფონი გადამიჭერი, სასამართლოში კი არა, ჩვეულებრივ საავადმყოფოში გეშინია ჩემი გადაყვანა.
შენ რომ მართლა რამე გამბედაობა გქონდეს, ამ შენს ფასიან მიტინგზე გამიყვანდი და იქ გამიმართავდი დებატებს, შენივე მოყვანილი ხალხის წინაშე." - წერს სააკაშვილი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,