02:24 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-20 19:19:35, 943 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი ევროპარლამენტარებზე – ვერც ფოტიგას ჭკუით ვივლით, ვერც კუბილიუსის, რატომ ბედავენ ამდენს?

ვერც ფოტიგას ჭკუით ვივლით, ვერც კუბილიუსის, რატომ ბედავენ ამდენს?, – ასე ეხმაურება პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტარების მიერ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გაკეთებულ განცხადებებს.

პრემიერის თქმით, ევროპარლამენტარების ვერც ერთი განცხადება ვერ აღუდგება საქართველოში კანონის აღსრულებას და მართლმსაჯულების აღსრულებას.

„არც ფოტიგა, არც კუბილიუსი და არც არავინ, ჩემთვის და ჩვენი ქვეყნისთვის არაფერს არ წარმოადგენენ. ევროპარლამენტში არის 700 დეპუტატი, ჩვენ ვერც ფოტიგას ჭკუით ვივლით და ვერც კუბილიუსის. ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას, მე ერთი მინდა ვუთხრა, ამ ქვეყანაში კანონის აღსრულებას და მართლმსაჯულების აღსრულებას წინ ვერავინ ვერ აღუდგება. ეს გაითვალისწინოს ყველამ. მე მინდა ასევე შევახსენო, თქვენს მიერ ჩამოთვლილ რამდენიმე ევროპარლამენტარს, რომლებიც რა თქმა უნდა, ყველამ კარგად ვიცით, რომ პირადი ნაცნობობა აქვთ სააკაშვილთან, პირადი მეგობრობა. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი, ვინც აქტიურობს, ბატონი გლუქსმანი იყო ეკა ზღულაძის მეუღლე - ვანო მერაბიშვილის მოადგილის მეუღლე. სააკაშვილის მრჩეველი იყო და ჩართული იყო მთელს ამ დიქტატორული რეჟიმის მშენებლობაში. დღეს, ეს ადამიანი, მაშინ მთელი ეს პერიოდი როცა ქვეყანაში ტერორი მძვინვარებდა, ძალადობა, უბედურება, წამება ციხეებში , ადამიანების გაუპატიურება, ხოცვა, ეს ადამიანი დღეს ჩვენ ჭკუას გვასწავლის. რა კომენტარს მთხოვთ, ვერ გავიგე. ვინ არის საერთოდ ფოტიგა, რატომ ბედავენ ამდენს“, - აცხადებს ღარიბაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics