02:26 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-20 16:34:57, 658 ნახვა

პოლიტიკა
პარტიებმა „დროამ" და „ლელომ“ კოალიციური თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს

პარტიებმა „დროამ" და  პარტია „ლელო- საქართველოსთვის“  კოალიციური თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.

როგორც ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, ეს არის ერთიანი პლატფორმა იმისთვის, რომ ყველა პროდასავლური ძალა, ყველა მოაზროვნე ადამიანი გაერთიანდეს და მომავალში ამ ქვეყანაში ერთ პიროვნებას და ერთ პარტიას არ ჰქონდეს სრული ძალაუფლება.

„საჭიროა გარღვევა, საჭიროა ყველა იმ ძალის კონსოლიდაცია, რომელიც ფიქორობს პროდასავლურად , ქართულად სახელმწიფოებრივად . საჭიროა, რომ ძალიან სწრაფი ეკონომიკური რეფორმები მოხდეს, საჭიროა, რომ ქვეყანას ძალიან მალე  ჰქონდეს სამართლიანი მართლმსაჯულებ და ასე  შემდეგ. სწორედ ამის გამო დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ, პარტი „დროა“ და პარტია „ლელო- საქართველოსათვის“ რათა შევქმნათ ერთიანი ფრონტი, ერთიანი პლატფორმა იმისთვის, რომ ყველა პროდასავლური ძალა, ყველა მოაზროვნე ადამიანი ვისაც უნდა ამ ქვეყნის ამ მდომარეობიდან გამოყვანა, შემოგვიერთდეს და ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში შევქმნათ ყველაზე მთავარი - პროდასავლური, კოალიციური მმართველობა. ეს არის ყველაზე მთავარი, რომ მომავალში ამ ქვეყანაში ერთ პიროვნებას და ერთ პარტიას არ ჰქონდეს არასდროს იმის ფუფუნება, გადაწყვიტოს როგორ იცხოვროს დანარჩენმა საქართველომ", - განაცხადა ხაზარაძემ. 

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ კომენტარია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამაც გააკეთა, მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ხალხს მრავალფეროვანი არჩევანის გაკეთების საშუალებას აძლევს.

„ჩვენ "დროა" და ლელო , დარწმუნებული ვარ სხვა პარტიებიც  ვდგებით ერთად და ამ არჩევნებზე ხალხს ფართო არჩევანის გაკეთების საშუალებას ვაძლევთ. აქვე მინდა აღვნიშნო ნაციონალური მოძრაობის და ნიკა მელიას დიდი ძალისხმევა, რომ ეს მრავალფეროვანი ერთობა შემდგარიყო და არ მოქცეულიყო ენმ როგორც უბრალოდ დიდი ეგოისტური ძალა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ცვლილების საფუძველი",- განაცხადა ხოშტარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics