|
2021-10-20 15:40:18, 986 ნახვა
მსოფლიო
ცუკერბერგი Facebook-ის რებრენდინგს და სახელის შეცვლას გეგმავს
ცუკერბერგი Facebook-ის რებრენდინგსა და სახელის შეცვლას გეგმავს, ამის შესახებ ინფორმაციას ტექნოლოგიური გამოცემა, The Verge-ი ავრცელებს. Verge-ის ინფორმაციით, ტექნოლოგიური გიგანტის რებრენდინგი კომპანიის ახალ მიმართულებას, ვირტუალურ რეალობასა (VR) და მეტავრესს უკავშირდება. ამ მოსაზრებას ამყარებს აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის სიტყვებიც. "ჩვენ ვგეგმავთ, რომ მოსახლეობის აღქმაში სოციალური მედიის კომპანიიდან მეტავრესულ კომპანიად გარდავისახოთ". - განაცხადა ცუკერბერგმა. მეტავერსი ციფრული სამყაროა, ერთგვარი სიმულაცია, სადაც მომხმარებლებს საკუთარი საცხოვრებელი გარემოს, პერსონაჟისა თუ ნებისმიერი სხვა სახის პროექტის შექმნა შეუძლიათ, იქნება ეს მუზეუმი, თეატრი, კლუბი თუ სხვა. კომპანია Facebook-ის გეგმაა, რომ მომხმარებლებმა 2-განზომილებიანი სოციალური პლატფორმიდან 3-განზომილებიან ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლონ და FB-ის VR-სათვალეებით ციფრული სამყაროს ნაწილნი გახდნენ. აღსანიშნავია, ცვლილება მხოლოდ კომპანიას შეეხება და არა უშუალოდ სოციალურ ქსელებსა და მის პროდუქტებს. ექსპერტების შეფასებით, კომპანიის რებრენდინგი მოსალოდნელი და ლოგიკური მოვლენაა, რადგან ტრილიონიანი ტექნოლოგიური გიგანტის ამბიციები და შესაძლებლობები უკვე დიდი ხანია გასცდა მხოლოდ სოციალური ქსელების ჰოლდგინს. Facebook-ის მსგავსი გადაწყვეტილებმა კომპანია Google-მა ჯერ კიდევ 2015 წელს მიიღო და მისმა მფლობელმა კომპანიამ Alphabet Inc დაირქვა, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ საძიებო სისტემა კომპანიის ერთადერთი პროდუქტი არ იყო და კონგლომერატს ავტონომიური ელექტრომობილების, წამლებისა და სხვა სახის მაღალტექნოლოგიური პროდუქტების წარმოებაც შეეძლო.
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)