17:27 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-19 17:17:24, 663 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი თხოვნა და მოწოდებაა არც ერთი ამომრჩეველი არ დარჩეს სახლში არჩევნების დღეს

ჩვენი მთავარი ამოცანაა, მაქსიმალური მობილიზება გავაკეთოთ ჩვენი ამომრჩევლის, მთელი მოსახლეობა უნდა დავირაზმოთ, ძლიერად ჩავატაროთ ეს არჩევნები და ძლიერად მოვიგოთ ყველგან, იმისთვის, რომ არც ერთი საბაბი და სალაპარაკო არ მივცეთ ჩვენს ამ დესტრუქციულ ოპოზიციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ოზურგეთში განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა ამომრჩეველს არჩევნების მეორე ტურზე აქტიურობისკენ მოუწოდა.

„ჩემი ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა იყო, რომ ჩვენი არც ერთი ამომრჩეველი არ დარჩეს სახლში არჩევნების დღეს, ყველა უნდა მივიდეს არჩევნებზე. ეს არის ჩვენი თხოვნა და ჩვენი მოწოდება, რომ ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება. 3 წელი არჩევნები აღარ იქნება ქვეყანაში. მთელი ეს საბოტაჟი ამ თვეების განმავლობაში რა პირობებშიც ჩვენ გვიწევდა მუშაობა, მუდმივი საბოტაჟის პირობებში ჩვენ შევძელით 12%-იანი ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდის მიღწევა. ვაქცინაციაზე იყო საუბარი, მინდა ვთქვა, რომ 1 მილიონი მოქალაქე ჩვენ ავცერით, შევძელით, დავარწმუნეთ, ორი მილიონი აცრა არის გაკეთებული. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო მეტი ადამიანი, ჩვენი მოქალაქე აიცრას, ეკონომიკას მივხედოთ, პროექტები განვახორციელოთ, რეალურად ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაზე ვიზრუნოთ, ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საფიქრალი", - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
11-17 ნოემბერს საქართველოს ბანკი და LEAF-ი საერთაშორისო განათლების რეგიონულ ტურს 4 ქალაქში გამართავს
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
გვარამიასა და მოსამართლე ნადარაიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო
საკონსტიტუციომ მტკიცებულებების გამოკვლევაზე ოპოზიციის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics