2021-10-19 13:27:41, 779 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირებისა და გარდაცვალების ახალი ანტირეკორდი დაფიქსირდა
რუსეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირებისა და გარდაცვალების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.
რუსული მედიასაშუალებები ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ბოლო 24 საათში, ქვეყანაში კოვიდ19-ით დაინფიცირების 33 740 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ამასთანავე, ვირუსს დღე-ღამეში 1 015 ადამიანი ემსხვერპლა.
ბოლო სტატისტიკის მიხედვით, რუსეთში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, კოვიდინფიცირების 8 00 752 დადასტურებული შემთხვევაა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,